logo
ENG



შსს-ს მტკიცებით, აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, ამიტომ "სპეციალური საშუალება" გამოიყენეს

28 აპრ 202423:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/28/xa8c91472nvnl0d.png

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე აქციაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, ამიტომაც "სპეციალური საშუალება" გამოიყენეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციამ, გაფრთხილების გარეშე, მათ წინააღმდეგ გაზი გამოიყენა.

შსს-ს მტკიცებით, აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს.

"მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს", - ამბობს შსს.


close დახურვა